Sunday, April 10, 2016

მერვე დღე

გავწერეთ აქტივობები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ ყველა პუნქტი. პორტფოლიოს საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში. შევისწავლეთ სხვადასხვა საიტები დანართები.

Saturday, April 9, 2016

მეშვიდე დღე

შეფასების მოკლე მონახაზში გავწერეთ ჩვენს მიერ არჩეული შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მიზანი მოვიფიქრეთ აქტივობები მიზნებიდან გამომდინარე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ასევე შევიტანეთ საბაზისო უნარ ჩვევები.

Sunday, April 3, 2016

მეექვსე დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის პრეზენტაციის ჩეკლისტი შემდეგ ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომიპრეზენტაციის სახით. ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ ღრუბლებში.
მადლობა საინტერესო დღისათვის.

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე

ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, ვიხილეთ თითოეულ სტრატეგიაში შესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენების მიზნობრიობა. შევავსეთ შეფასების გეგმა, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე

ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, გავეცანით ზმნებს და დოკუმენტში შევინახეთ, რომელიც მოვათავსეთ კურსის რესურსებსი. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვების პრეზენტაციას.ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.მოვიშველიეთ მიმართულების მიმცემი რჩევების დოკუმენტი, მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის, დავწერეთ ელექტრონულ ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს და ჯგუფის წევრებს, რომელიც განვიხილეთ ჯგუფში.
დრევანდელი დღით ვარ კმაყოფილი სასიამოვნო გრზნობა დამეუფლა. გმადლობთ.

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

დღეს ჩვენ მოვიძიეთ სტანდარტები და ინდიკატორები საიტიდან ncp.ge, გადმოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში. ინდიკატორებიდან გამომდინარე გავწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევინახეთ გეგმაში.

Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

გავიხსენეთ წინა დღის გავლილი მასალა. გავეცანით სტანდარტის მნიშვნელობას, მიზნებს. შევქმენით პროექტის პორტფოლიო, შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. განვიხილეთ თუ რას წარმოადგენს ჩეკლისტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.
ვიმსჯელეთ საპროექტო იდეების გარშემო, ვუპასუხეთ წინასწარი დაგეგმვის კითხვებს, გავუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო იდეები და შევჯერდით საბოლოო იდეებზე.