Sunday, April 10, 2016

მერვე დღე

გავწერეთ აქტივობები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ ყველა პუნქტი. პორტფოლიოს საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში. შევისწავლეთ სხვადასხვა საიტები დანართები.

Saturday, April 9, 2016

მეშვიდე დღე

შეფასების მოკლე მონახაზში გავწერეთ ჩვენს მიერ არჩეული შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მიზანი მოვიფიქრეთ აქტივობები მიზნებიდან გამომდინარე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ასევე შევიტანეთ საბაზისო უნარ ჩვევები.

Sunday, April 3, 2016

მეექვსე დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის პრეზენტაციის ჩეკლისტი შემდეგ ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომიპრეზენტაციის სახით. ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ ღრუბლებში.
მადლობა საინტერესო დღისათვის.

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე

ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, ვიხილეთ თითოეულ სტრატეგიაში შესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენების მიზნობრიობა. შევავსეთ შეფასების გეგმა, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.